თამარ ჩუგოშვილი: აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ “საქართველოს მხარდამჭერი აქტი” მიიღო

 

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ “საქართველოს მხარდამჭერი აქტი” მიიღო. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, კანონპროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას.
“უმნიშვნელოვანესია მხარდაჭერა აშშ-ის კონგრესისგან. საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ერთობლივი მუშაობის შედეგად კონგრესის ქვედა პალატამ “საქართველოს მხარდამჭერი აქტი” მიიღო.
-საქართველოს მხარდამჭერ კანონპროექტში ხაზგასმითაა დაფიქსირებული სრული მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე;
-დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას;
-კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიმართულებით.
-კანონპროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას;
-რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეში დამრღვევებისთვის კი მკაცრი სანქციების დაწესებით ინიციატივით გამოდის.
-სწორედ ამ აქტის მიღებას ლობირებდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იანვარში ვიზიტის დროს.
-აქტი ინიცირებულია საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეების – ჯერი კონოლისა (დემოკრატი) და ადამ კინზინგერის მიერ (რესპუბლიკელი)”, – წერს თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები