რუსთავში, რესტორან “შარკთან” ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – დაწყებულია გამოძიება

რუსთავში, ბარ-რესტორან “შარკთან” წუხელ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს ბარის დაცვამ, გაფრთხილების მიზნით, ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა.
თავდაპირველად სიტყვიერი, შემდგომ კი ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი  ახალგაზრდების ბარში სიგარეტით შესვლა გახდა, ჩხუბი რესტორნის გარეთაც გაგრძელდა.
არსებული ინფორმაციით, ნაცემია რამდენიმე მამაკაცი, მათ შორის – რესტორნის დაცვის თანამშრომელი.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.
ბარ-რესტორნის ადმინისტრაცია მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, ადგილობრივები კი ამბობენ, რომ რესტორნის მიმდებარედ მსგავსი სახის ინციდენტი ხშირია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები