ბორჯომში კავკასიური ფიჭვის 1500-მდე ნერგი დაირგო
ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე, ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ფარგლებში, კომპანია “ბრითიშ ამერიკან ტობაკოს” კავკასიისა და მოლდოვის წარმომადგენლობამ საქართველოში, 1500 – მდე კავკასიური ფიჭვის ნერგი დარგო.
პროექტი ნარგავების შემდგომ მოვლასაც ითვალისწინებს. კომპანია, ბორჯომის ხეობაში, ტყის აღდგენით სამუშაოებში, რამდენიმე წელია აქტიურად მონაწილეობს და ჯამში 15 000-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი აქვს დარგული.
ეროვნული სატყეო სააგენტო მიერ, პლატოს ტერიტორიაზე, ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მოვლა – აღდგენის ღონისძიებები 3 ჰა ფართობზეა დაგეგმილი და ეტაპობრივად ხორციელდება.