ავტოავარიის შედეგად, ქედაში დედა და ორი შვილი დაშავდა
ქედაში, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა – დედა და ორი შვილი. შემთხვევა დღეს დილით მოხდა, მსუბუქი ავტომობილი გზის ცენტრალურ მილს დაეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სხვადასხვა საავადმყოფოში გადაანაწილა. სამედიცინო დაწესებულებებში ამბობენ, რომ პაციენტებს ზედაპირული დაზიანებები აქვთ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც მძღოლის მხრიდან ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.