ბექა ადამაშვილი 2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის მფლობელი გახდა

 მწერალი ბექა ადამაშვილი 2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის მფლობელი გახდა. იგი პირველი ქართველი ავტორია, ვინც ეს ჯილდო მოიპოვა.
კონკურსი, 2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის მოსაპოვებლად, „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის ქვეყნებისათვის თებერვალში გამოცხადდა, ორგანიზატორები კი წიგნის გამავრცელებელთა ევროპული და საერთაშორისო ფედერაცია, ევროპის მწერალთა საბჭო და ევროპელ გამომცემელთა ფედერაციის ევროპული კომისია იყვნენ.
კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ მწერლებს, ვინც უკვე გამოაქვეყნა ერთი ან რამდენიმე წიგნი, მაგრამ სალიტერატურო კრიტიკისა და ფართო მკითხველთა ფოკუსში ჯერ არ მოხვედრილან.
კონკურსში მონაწილეობდა ბექა ადამაშვილის წიგნი  – „ამ რომანში ყველა კვდება“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა).
2019 წელს პრიზის მოსაპოვებლად ავტორები 14 ქვეყნიდან იბრძოდნენ: ავსტრია, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიეტუვა, რუმინეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა.  პრემია უკვე მეთერთმეტე წელია, გაიცემა, მაგრამ წელს, კონკურსში, საქართველო და უკრაინა პირველად მონაწილეობდნენ.
კონკურსის წესების მიხედვით, ყველა ქვეყანაში გამარჯვებული ადგილობრივმა ჟიურიმ გამოავლინა.
გამარჯვებული კონკურსანტები თოთხმეტსავე მონაწილე ქვეყანაში ჯილდოდ 5 000 ევროს მიიღებენ. მათი ტექსტები, ერთ კრებულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე გამოიცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები