ცნობილ იტალიელ სცენარისტთან, მიკელე პელეგრინისთან შეხვედრა გაიმართება

იტალიის საელჩო საქართველოში და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ალტერნატიული საგანმანათლებლო პლატფორმა  შემოქმედებითი შეხვედრების ციკლს მართავს.
23 მაისს, 20:00 საათზე, დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრში   გაიმართება შეხვედრა ცნობილ იტალიელ სცენარისტ მიკელე პელეგრინისთან, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს თანამედროვე იტალიურ კინემატოგრაფში, მისი ავტორობითა და თანასცენარისტობით შექმნილია ათობით ფილმი, მათ შორის „Lucia’s Grace”, რომელიც წარდგენილი იყო 2018 წელს კანის კინოფესტივალზე, ასევე 2012 წლის ლოკარნოს კინოფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ფილმი „The Landlords”, „Fallen Heroes” 2007 წლის ვენეციის მთავარი საკონკურსო პროგრამის მონაწილე ფილმი და სხვა.
შეხვედრაზე, მიკელე პელეგრინი ისაუბრებს თანამედროვე კინემატოგრაფში, სცენარის შექმნის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ფილმის სტრუქტურისა და კინოენის თვალსაზრისით 21-ე საუკუნეში მოსალოდნელ ცვლილებებზე, ჟანრების თავისებურებასა და სხვა საინტერესო თემებზე.

მის: აუდიტორია #1.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები