ბიზნესომბუდსმენი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მედიაციისა და არბიტრაჟის უპირატესობების შესახებ რეგიონულ შეხვედრებს აგრძელებენ

ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება, დღეს, ახალციხეში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ახალი ინიციატივა საქართველოში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას და მედიაცია/არბიტრაჟის კომერციულ დავებში გამოყენების ხელშეწყობას ემსახურება.
ბიზნესომბუდსმენის მოადგილეები, ლევან კალანდაძე და გურამ გიორგაძე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის წარმომადგენელთან, დავით ედილაშვილთან და გაეროს განვითარების პროგრამის „მედიაცია და არბიტრაჟი – დავების ეფექტიანი გადაწყვეტა“ პროექტის მენეჯერ ლიანა ქარცივაძესთან ერთად ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგნელებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის წარმომადგენელმა, დავით ედილაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის „მედიაცია და არბიტრაჟი – დავების ეფექტიანი გადაწყვეტა“ პროექტის მენეჯერმა, ლიანა ქარცივაძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს მედიაციასა და არბიტრაჟზე, როგორც – ბიზნესდავების ეფექტიანი მოგვარების გზებზე უპირატესობებზე ისაუბრეს.
ამასთან, ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ, ლევან კალანდაძემ ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია აპარატის საქმიანობის შესახებ და ისაუბრა აპარატის როლზე, როგორც მედიატორზე ბიზნესსა და სახელმწიფო უწყებებს შორის.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მეწარმეებმა მათთვის პრობლემური საკითხების შესახებ დასვეს კითხვები.
მედიაცასადაარბიტრაჟთანდაკავშირებულსაკითხებზე რეგიონულბიზნესთანშეხვედრები უკვე გაიმართა ქუთაისსა და ფოთში. შემდეგი შეხვედრა თელავშიადაგეგმილი.
შეხვედრები ევროკავშირი საქართველოსთვის (EU4Business) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანი რეგიონულ ბიზნესწრეებში მედიაციასა და არბიტრაჟზე, როგორც ბიზნესდავების ეფექტიანი მოგვარების გზებზე ცნობიერების ამაღლებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები