მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა

მარნეულის 22-ე საოლქო კომისიამ მერის არჩევნების დროს შესული 39 საჩივრის განხილვა დღეს დაასრულა.

არასათანადო განხილვაში კომისიის თავმჯდომარეს ,,ევროპული საქართველოს” და ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები ადანაშაულებდნენ.  ოპოზიციაში ამბობენ, რომ საჩივრები კომისიის მიერ მოუძიებელი ინფორმაციების საფუძველზე მოხდა, რაც საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევაა. ბრალდებებს უარყოფს იაკობ ასანიძე.  საოლქოს თავმჯდომარე ამბობს, რომ საჩივრები კომისიამ ობიექტურად განიხილა.

39 საჩივრიდან ხუთი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რამდენიმე უბნის თავმჯდომარეს და მდივანს საოლქო კომისიამ დისციპლინური სახდელი შენიშვნის სახით გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები