ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულის მამა: ეს არის სამართალი? ეს რა გააკეთეს, შეაწმინდეს ხელი ბოლომდე

მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნისთვის, დ.ღ.-სთვის პატიმრობის შეფარდებას დ.ღ-ს მამა აპროტესტებს და გადაწვეტილებას უსაფუძვლოს უწოდებს.
„ეს არის სამართალი? ეს რა გააკეთეს. მაქსიმუმ, ველოდებით პირობითს იმიტომ, რომ არასრულწლოვანი იყო მაშინ. ყველას პირობითი აქვს. ყველა ერთმანეთს დაუპირისპირეს. სამაგალითოდ დასაჯა ამ მთავრობამ, პროკურატურამ, შეაწმინდეს ხელი ბოლომდე. ჩემი ადვოკატი გაასაჯაროებს ჩანაწერებს, სარალიძის ჩანაწერსაც გავასაჯაროებთ. პროკურორებმა რომ იცრუეს სასამართლოზე, იმასაც გავასაჯაროებთ. გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები. გამოვიდა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, გამოვიდნენ კომისიის წევრები, ჩემი შვილი რომ დაიჭირეს, ყველამ თქვა, რომ ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი. ახლა გეკითხებით, სად არის წინგადადგმული ნაბიჯი. ვინ დაიჭირეს, რა გააკეთეს“, – განაცხადა კახა ღლონტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები