მარნეულის საკრებულოს “ნაცმოძრაობის” წევრს უფლებამოსილება შეუჩერდა

მარნეულის საკრებულოს წევრს “ნაციონალური მოძრაობიდან”, რაგიმ ასკეროვს უფლებამოსულება შეუჩერდა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება, ცნობის სახით, მარნეულის საკრებულომ  მიიღო. ასკეროვისთვის უფლებამოსილების შეჩერება მის წინასწარპატიმრობაში ყოფნას უკავშირდება.

ცნობისთვის, მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ქრთამის აღების ფაქტზე 28 მარტს დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით, მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, 1976 წელს დაბადებული რ.ა. მოსამართლის განჩინებით დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი – რ.ა. მოქალაქე  შ.მ.-ს  3000 ლარის სანაცვლოდ  ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებას დაჰპირდა. შ.მ.-ს აღნიშნული თანხის ნახევარი – 1500 ლარი თავიდანვე უნდა მიეცა, ხოლო დანარჩენი მოგვიანებით უნდა გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები