მარნეულში გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამი ცენტრი აშენდება

რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამი ახალი ცენტრი აშენდება. გადაწყვეტილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  21 მაისს გამართულ სხდომაზე მიიღო.

სამედიცინო ცენტრები მარნეულის სამ სოფელში ქუთლიარში, სადახლოსა და შაუმიანში აშენდება. როგორც საკრებულოს სხდომაზე მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ თქვა, თითოეული პროექტის ღირებულება 151 348 ლარს შეადგენს, რომელსაც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდი სრულიად დააფინანსებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები