ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისია შემაჯამებელ ოქმზე მუშაობს
ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისია მერის რიგგარეშე არჩევნების შემაჯამებულ ოქმზე მუშაობას აგრძელებს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, მამუკა სამხარაძემ “კვირას” განუცხადა, შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 30 მაისს გასაჯაროვდება, ოქმის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მე-11 დღეს კი ჭიათურის ახლადარჩეული მერი, გივი მოდებაძე ოფიციალურად დაიწყებს მოვალეობის შესრულებას.
შეგახსენებთ, 19 მაისს საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ჭიათურაშიც, მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა. ჭიათურელი ამომრჩევლის 64.57 %-მა მხარი “ქართული ოცნების” კანდიდატს, გივი მოდებაძეს დაუჭირა. სწორედ ის იქნება მუნიციპალიტეტის მერი 2022 წლამდე.