რუსთავში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა – დაშავებულია ყაზახეთის მოქალაქე
რუსთავში, მე-17 მიკრორაიონის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “მერსედესისა” და “ტოიოტას” მარკის ავტომანქანებს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი “ემელის” მარკის ავტომანქანა შეეჯახა.
მძიმედ დაშავდა ყაზახეთის მოქალაქე, რომელიც სასწრაფო დახმარება უკვე გადაიყვანა საავადმყოფოში.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.