ზუგდიდში 26 მაისს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას ქალაქ ზუგდიდში გამართავს. ინფორმაციას უწყება სოციალურ ქსელში ავრცელებს. ღონისძიებაზე სახელწოდებით- „ერთად აღვნიშნოთ 26 მაისი ზუგდიდში“ აქტივობები 11 საათიდან დაიწყება. მოეწყობა ერთიანი საქართველოს საგამოფენო დერეფანი, დამოუკიდებლობის აქტის კონსტრუქცია, ველოსიპედების ხეივანი, საგამოფენო პავილიონი – „ქვეყნის უსაფრთხოება“ და ზვიად გამსახურდიას სტენდი. ამასთან, გამოფენილი იქნება სამხედრო ტექნიკა, აღჭურვილობა და ა.შ. 17:00 საათზე გაერთიანებული საქართველოს ქორეოგრაფიული პერფორმანსი გაიმართება, ხოლო 17:10 ჰიმნი “თავისუფლება” შესრულდება.
26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება