თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, გლდანის რაიონშიგეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, აფრიკის დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილის მასივის (ნაწილობრივ), სამგორის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 ზედა პლატოს, ჭიჭინაძის 360-ე კილომეტრის, გარდაბნის გზატკეცილის, ქიზიყის, შუამთის, საცხენისის, თვალჭრელიძის, გახოკიძის, მაისურაძის, ბერიაშვილის, დამპალოს, აბაშვილის, კაკლიანის, ზაალიშვილის, კორნელი სანაძის, აკაკი ფარავას, ერმაკოვის, ბესო ბერიას, ფრისის და ჭიჭინაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსებიძის, შარტავას და ანა კალანდაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიხეილ თამარაშვილის, ანტონოვსკაიას და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს.

ხოლო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, IV მიკრორაიონების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაჟა ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), დელისის, მიხეილ ასათიანის, ფერმწერთა, შავგულიძის, შალვა ნუცუბიძის, ამაშუკელის, ინტენსიფიკაციის, კაპანელის და ხომლის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 12:30 საათამდე კი, შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის და პეტრე იბერის ქუჩების მცხოვრებლებს.

ასევე, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14:30 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ჰაინრიხ კლაპროთის, მარკო პოლოს, კრისტოფერო კასტელის, ალექსანდრე მაჭავარიანის, დავით ბატონიშვილის, სტრაბონის, არქანჯელო ლამბერტის, რაფიელ დანიბეგაშვილის, ოსკარ შმერლინგის, პეტრიწის, მეფე მირიანის, ვეფხისტყაოსნის, იაკობ რაინეგსის, ფრედერიკ მონპერეს, მაქს ტილკეს და კრისტიან სტივენის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ღრმაღელე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ვარდისუბნის, ღრმაღელეს, ქსნის, ქვიშხეთის და არბოს ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება რამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კიკეთის და ბეთანიის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები