რომან გოცირიძე: პარტიაში განსხვავებული აზრი ყოველთვის იქნება, რაც დემოკრატიული პროცესია

“პარტიაში განსხვავებული აზრი ყოველთვის იქნება, რაც დემოკრატიული პროცესია.
„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნება“ არ არის, სადაც განსხვავებული აზრის გამო პარტიის წევრებს ანადგურებენ”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ პარტიაში განსხვავებული აზრის არსებობა ჯანსაღი პროცესია.
„ეს ასე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს მოუვიდათ. პარტიიდან ლიდერები გაყარეს და არა – წევრები. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრი წონადი პოლიტიკოსია, თავიანთი წარსულითა და დიდი გამოცდილებით. შეიძლება, ბევრს განსხვავებული აზრი ჰქონდეს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ყოველთვის აზრთა ჭიდილია. განსხვავებული აზრის ქონა ბუნებრივი მოვლენაა. პარტიაში განსხვავებული აზრი ყოველთვის იქნება, რაც დემოკრატიული პროცესია. „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნება“ არ არის, სადაც განსხვავებული აზრის გამო პარტიის წევრებს ანადგურებენ. საპარლამენტო კვირა დაიწყება, ნიკა მელია თავისი ჩვეული ენერგიით გამოჩნდება და პარლამენტში არ მოგაწყენთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები