მამუკა ბახტაძე: „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს მხარს

საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევების შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ვერცერთმა ხელისუფლებამ უნდა მისცეს თავს იმის თქმის უფლება, რომ ის წარმატებულია, სანამ ქვეყანაში ოკუპაცია და სიღარიბეა.
„მინდა, დავაფიქსირო ის პოზიცია, რომელიც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხელისუფლების წარმატებაზე, საქართველოში ვერცერთმა ხელისუფლებამ უნდა მისცეს თავს იმის უფლება თქვას, რომ ის არის ყველაზე წარმატებული, სანამ ქვეყანაში ჩვენ გვაქვს გადაუჭრელი, ორი ყველაზე მტკივნეული პრობლემა – ეს არის ოკუპაცია და ეს არის სიღარიბე. აქედან გამომდინარე, მე, როგორც რიგითი მოქალაქე, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივცემ მსგავს შეფასებას ქვეყანაში დღეს არსებულ სიტუაციას, როდესაც ერთი გამოწვევაც დაძლეული იქნება და მეორეც. რაც შეეხება ზოგადად ნდობის საკითხს, იმ ვექტორს, რა ვექტორითაც ჩვენ ვავითარებთ საქართველოს – ამას არ სჭირდება მხოლოდ სოციოლოგიური კვლევები. ყველაზე კარგი, გამჭვირვალე და ობიექტური კრიტერიუმები არის არჩევნები, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო რამდენიმე რეგიონში და შედეგი ყველამ კიდევ ერთხელ დავინახეთ. ორი დღის წინ იყო საქართველოში არჩევნები და ჩვენი გუნდის მიმართ ნდობამ შეადგინა 60%. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს მხარს“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.
მან საზოგადოებას ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები