მამუკა ბახტაძე პარლამენტში 31 მაისს მივა

„31 მაისს გვექნება ინტერპელაცია, სადაც მზად ვართ, გავცეთ პასუხები ნებისმიერ შეკითხვას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წყალტუბოში  ინტერპელაციის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საპარლამენტო დემოკრატიაზე გადასვლა – ეს არის სახელისუფლებო გუნდის არჩევანი და, შესაბამისად, მთავრობა ამ პრინციპების ერთგულია.
„საპარლამენტო დემოკრატიაზე გადასვლა ეს არის ჩვენი გუნდის არჩევანი. ეს მართლაც ისტორიული მოვლენა გახლდათ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ვართ ამ პრინციპების ერთგული. ჩემი კაბინეტის ყველა მინისტრი, მათ შორის – მეც, ვართ ანგარიშვალდებული საქართველოს პარლამენტის წინაშე და 31 მაისს გვექნება ინტერპელაცია, სადაც, ბუნებრივია, მზად ვართ, გავცეთ პასუხები ნებისმიერ შეკითხვას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები