უკრაინაში პოროშენკოს მიმართ სახელმწიფო ღალატის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

უკრაინაში სახელმწიფო საგამოძიებო ბიურომ გამოძიება დაიწყო პეტრო პოროშენკოს მიმართ შესაძლო სახელმწიფო ღალატის მუხლით. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს დირექტორი, ოლგა ვარჩენკო ავრცელებს.
მისი განმარტებით, საქმე ეხება 2018 წლის 25 ნოემბრის საქმეს, როდესაც უკრაინის საზღვაო სამხედრო ძალების გემები შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში გადავიდნენ ქერჩის სრუტეს რაიონში.
განცხადება საგამოძიებო ბიუროში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის ხელმძღვანლის მოადგილემ, ანდრეი პორტნოვმა შეიტანა, რომელიც უკრაინაში ახლახან დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები