„არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არცერთი კითხვა არსებობს“

„საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, არცერთი კითხვა  არსებობს არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დემოკრატიისა და პოლიტიკური კულტურის ნაწილია, ასევე, არჩევნების შედეგების აღიარებაც.
“საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, შუალედური არჩევნები საქართველოში შედგა, საარჩევნო გარემო იყო საკმაოდ მშვიდობიანი და დემოკრატიული და არ არსებობს არცერთი კითხვა არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. სწორედ ეს არის მთავარი – ასეთია საქართველოს პრეზიდენტის შეფასება არჩევნებთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დემოკრატიისა და პოლიტიკური კულტურის ნაწილია, ასევე, არჩევნების შედეგების აღიარებაც, რაც, ალბათ, აუცილებლად უნდა შევახსენოთ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას, რაც, ასევე, კარგად გამოჩნდა უკრაინაში. მაგალითად, ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციას სხვა მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები ესწრებოდნენ. მისივე აზრით, ცხადია, არჩევნების პროცესში იყო ცალკეული ხარვეზები და დარღვევები, რაც, რა თქმა უნდა, არსებით გავლენას არ ახდენს არჩევნების შედეგებზე. თუმცა, მეორე მხრივ, აუცილებელია თითოეული ამ ფაქტის შესწავლა და გაანალიზება იმისათვის, რომ მომდევნო არჩევნებისთვის თავიდან იყოს აცილებული მსგავსი ტიპის დარღვევები”, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები