პესკოვი: სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინას ვერ უშველის
“უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის გუნდი ვერ მოაგვარებს პრობლემებს დონბასზე, სანამ რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებაზე განაწყობს სხვებს”, – ამის შესახებ დღეს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“ეს რიტორიკა, რომელიც რუსეთის წინაღმდეგ სანქციებს შეეხება, სულაც არ არის ახალი. რაც მთავარია, ეს ის რიტორიკაა, რომელიც ვერ დაეხმარება უკრაინას, მოაგვაროს პრობლემები სამხრეთ-აღმოსავლეთით”, – განაცხადა პესკოვმა.