ნუკრი ქანთარია: გამიჩნდა აზრი, რომ ნიკა მელია რეალურად უყურებს პროცესებს

“გამიჩნდა აზრი, რომ ნიკა მელია რეალურად უყურებს პროცესებს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელია ერთ-ერთი განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
“გამიჩნდა აზრი, რომ მელიამ ჭკუა ისწავლა და რეალურად უყურებს პროცესებს. დანარჩენები, ალბათ, ისევ ფლორიდიდან ელოდებიან გარკვეულ ბრძანებებს. აქ კი ვიღაც ფიქრობს, ის კაცი ფლორიდაში ირუჯება, მე აქ კანონი უნდა დავარღვიო, ციხეში მოვხვდე, თავი გავიტეხო – ეგ როგორ არისო. მგონია, რომ საღი აზრი იმარჯვებს”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებების კეთება და ოპოზიციისგან აქციებსა და რევოლუციაზე მოწოდებები, თუ მათ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები არ ექნებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები