მუცოს პროექტმა ევროპული მემკვიდრეობის პრიზი – „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მოიპოვა

ციხე-სოფელ  მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა ევროპული მემკვიდრეობის პრიზი – „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მოიპოვა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ურთულესი და მასშტაბური ძეგლის, მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტს, 2014, წლიდან საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის (ფონდი „ქართუ“) მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
ციხე-სოფელში განხორციელებული რეაბილიტაციის შედეგად, მკვეთრად გაუმჯობესდა არქიტექტურული ნაგებობების სტრუქტურული სტაბილურობა, რამაც საცხოვრისების ათვისების ხელსაყრელი შესაძლებლობები შექმნა. შენობები ადაპტირებულია თანამედროვე მოთხოვნებთან, რაც ძირითადი ინფრასტრუქტურული პრობლემების – ელექტროენერგიის მიწოდებისა და კომუნიკაციების მოწესრიგებას გულისხმობს.
კომპლექსის რეაბილიტაციის შემდგომ, მუცოში გაჩნდა უკუმიგრაციის და ეკონომიკური განვითარების მყარი საფუძვლები. სოფელში მუდმივმაცხოვრებლად უკვე დასახლდა 3 ოჯახი. ეროვნული სააგენტოს მიერ მუცოში ამოქმედდა მუზეუმ-ნაკრძალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები