ეკა ბესელია: პარლამენტმა დაკარგა ის მთავარი როლი, რაც საპარლამენტო ქვეყანაში უნდა ჰქონდეს

დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევას გამოეხმაურა, რომელიც ინსტიტუტების რეიტინგს ეხებოდა.
როგორც მან აღნიშნა, მისთვის გასაკვირი არაა, რომ საზოგადოების მხრიდან პარლამენტის მიმართ ნეგატიური განწყობაა. დეპუტატის განმარტებით, ეს განპირობებულია იმ გადაწყვეტილებების მიღებით, რაც ხალხისთვის მტკივნეულია.
„მე არ მიკვირს პარლამენტის მიმართ უარყოფითი განწყობა. პარლამენტმა, სამწუხაროდ, მან დაკარგა ის მთავარი როლი, რაც საპარლამენტო ქვეყანაში უნდა ჰქონდეს. ეს მე ყველაზე მეტად მაწუხებს.
​პარლამენტი – ეს არის მაკონტროლებელი ორგანო და ის, რომ პარლამენტი დღეს სუსტად გამოიყურება, ვფიქრობ, არის იმის მიზეზი, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე ძალიან მნიშვნელოვნად შეასუსტა პარლამენტმა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება და იმ საკითხებზე პრინციპული პოზიციების დემონსტრირება, რაც ხალხისთვის ყველაზე უფრო მეტად მტკივნეულია. მე მგონია, რომ ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი ამ ნეგატიური განწყობისა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები