პარლამენტში ინტერპელაციის წესით მამუკა ბახტაძეს, დავით სერგეენკოსა და თამარ ჟვანიას მოუსმენენ

პარლამენტში 27-31 მაისის პლენარულ კვირაში პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და ცენტრალური საარჩევო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მოუსმენენ.
როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა, პროცედურაში სათანადო მონაწილეობის საშუალება ყველას ექნება. „ვფიქრობ, ამ პროცედურაში სათანადო მონაწილეობის საშუალება ყველას ექნება. ოთხი ინტერპელაცია შედგება. ორ შემთხვევაში კითხვა ეხება პრემიერმინისტრს, არის კიდევ ორ მინისტრთან დასმული კითხვები და საინტერესოდ წარიმართება პროცედურა. პროპორციულად დრო შემცირდება და ოთხად გაიყოფა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრემიერმინისტრი საპარლამენტო ფრაქციამ “ევროპული საქართველო” დაიბარა, თამარ ჟვანია – საპარლამენტო ფრაქციამ “ნაციონალური მოძრაობა”. რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს – ის ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ სოციალური დახმარებების განაწილებისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ხარჯების მიზნობრიობის საკითხთან დაკავშირებით მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები