სალომე ზურაბიშვილი კიევში აშშ-ის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში, კიევში აშშ-ის დელეგაციას შეხვდა.

როგორც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, აშშ-ის დელეგაციას ამერიკის ენერგეტიკის მდივანი, რიკ პერი ხელმძღვანელობდა.
პრეზიდენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მზადება, აშშ-ის მხრიდან უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერა, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხთან მიმართებით ნატო-სა და ევროკავშირის გზა და ბათუმის კონფერენცია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი უკარაინის ახლადაარჩეულ პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები