მაკრონი ევროკავშირს მოუწოდებს, გაერთიანდნენ რუსეთის, ჩინეთისა და ამერიკის გავლენის წინააღმდეგ
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, გაერთიანდნენ, რათა რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის გავლენა შეასუსტონ.
“ჩვენ ან გავიყოფით და გავხდებით მოედანი, სადაც ჩინელები, რუსები და ამერიკელები საკუთარ თამაშს წარმართავენ, ან ჩვენ ავიღებთ კონტროლს და სუვერენულები ვიქნებით”, – განაცხადა მაკრონმა