ლადო კახაძეს გამარჯვების იმედი აქვს – “მეხმარება უამრავი ინდივიდური გამოხმაურება”

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლადო კახაძის თქმით, ძირითადი სტრატეგია იმ ამომრჩეველზე მუშაობაა, ვინც 19 მაისს არჩევნებზე არ მივიდა.
“ამომრჩევლებზე – ,,ის მაინც გაიმარჯვებს’’ პრინციპი მუშაობდა. მეორე ტურში ეს პრინციპი შეიცვლება, რადგან ძალიან ბევრი აქტივობა გამოჩნდება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს როგორც პირადი ურთიერთობები, ასევე – სოციალური ქსელი. ძალიან მეხმარება უამრავი ინდივიდური გამოხმაურება’’, – განაცხადა ლადო კახაძემ.
19 ივნისს, არჩევნებზე ლადო კახაძემ ხმათა 41% მიიღო, ხოლო “ევროპული საქართველოსა” და “თავისუფალი დემოკრატების’” კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ – 36.83%.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები