ირაკლი კობახიძე: სურათი, რომელიც საარჩევნო უბნებთან 20-წლიან ტრადიციადაა ჩამოყალიბებული, არავის მოსწონს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, უბნებთან პარტიების კოორდინატორების ყოფნის საკითხთან დაკავშირებით, შეიქმნება კონკრეტული მექანიზმი და განისაზღვრება, რა რადიუსში იქნება შესაძლებელი მათი ყოფნა. როგორც მან აღნიშნა, სურათი, რომელიც საარჩევნო უბნებთან 20-წლიან ტრადიციადაა ჩამოყალიბებული, არავის მოსწონს.
„სურათი, რომელიც ტრადიციულად საარჩევნო უბნებთან არის ჩამოყალიბებული გასული წლების განმავლობაში, საქართველოში, დაახლოებით, 20-წლიანი ტრადიციაა. ეს სურათი, ალბათ, არავის მოგვწონს. ამ თემაზე ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი და კონსულტაციები დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან (ეუთო/ოდირი) და შეიქმნება კონკრეტული მექნიზმები საარჩევნო კოდექსის დონეზე, მათ შორის განისაზღვრება რადიუსი, რა რადიუსშიც შესაძლებელი იქნება ხანგრძლივი დროის განმავლობაში აგიტატორებისა თუ კოორდინატორების ყოფნა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები