ზელენსკი ამერიკელებს სთხოვს, გაამკაცრონ სანქციები რუსეთის მიმართ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ აშშ-ის ადმინისტრაციისა და კონგრესის წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც კიევში, ინაუგურაციის ცერემონიაზე ჩავიდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Интерфакс-ი ავრცელებს.
პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე ნათქვამია, რომ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ამერიკის წარმომადგენლებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში მონაწილეობისა და რეფორმების გატარებისთვის.
“აშშ ძლიერი და ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია უკრაინისთვის რუსული აგრესიის დასამარცხებლად. ჩვენ ვერ შევძლებთ, თავად გავუმკლავდეთ რუსეთის აგრესიას დონბასზე და ყირიმში. ამიტომ ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება. მინდა მოგიწოდოთ, რომ ამერიკამ განაგრძოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება”, – განაცხადა ზელენსკიმ.