საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კრისტინ ლაგარდს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს, კრისტინ ლაგარდს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა კრისტინ ლაგარდს მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის ურთიერთობებში ახალი ეტაპი გახდება.

პრემიერ-მინისტრმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა ფუნიკულიორით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები