შპს “ჯორჯიან მანგანეზის” დასაქმებულებმა სავალდებულო მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს

შპს “ჯორჯიან მანგანეზის” დასაქმებულებმა სავალდებულო მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

2019 წლის 18 მაისს შპს “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციასა და გაფიცულ დასაქმებულებს დავაზე დანიშნულმა მედიატორმა მიმართა და ითხოვა, მედიაციის პროცესში მონაწილეობის მზადყოფნის ან უარის გაცხადების წერილობით დადასტურება არაუგვიანეს 20 მაისის 10:00 საათისა. მედიატორმა, ასევე, მოითხოვა მხარეთა მიერ უფლებამოსილი წარმომადგენლების დასახელება მედიაციის პროცესში მონაწილეობისთვის.

შპს “ჯორჯიან მანგანეზმა” იმავე დღეს დაუდასტურა მედიატორს მედიაციაში აქტიური მონაწილეობის სურვილი და მიაწოდა წარმომადგენელთა სია.

მედიატორისთვის დასტურის თუ უარყოფის წარდგენის ვადა დღეს – 20 მაისს, 10:00 საათზე ამოიწურა. შპს “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ მედიატორისაგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, დასაქმებულების ჯგუფს მედიაციაში მონაწილეობის თაობაზე არავითარი პოზიცია არ დაუფიქსირებია. რაც, როგორც მედიატორის მიმართვაში იყო განმარტებული, განიხილება სავალდებულო მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმად.

შპს “ჯორჯიან მანგანეზი” კიდევ ერთხელ მოუწოდებს დასაქმებულებს, დაიწყონ მოლაპარაკებების ჯანსაღი პროცესი და საამისოდ გამოყონ უფლებამოსილი წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები