თაკო ჩარკვიანი: მივიჩნევ, რომ აქციები უნდა დაიწყოს

„სიტყვა „რევოლუცია“ აშინებთ ხოლმე. „გარდაქმნა“ შეგვიძლია, მოვათავსოთ კანონის ფარგლებში. არ არის საჭირო, ურო დაიჭირო ხელში და თავში ჩაარტყა ვინმეს, მით უმეტეს, შენს თანამოქალაქეს”, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა.
ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ აქციები უნდა დაიწყოს.
„სიტყვა „რევოლუცია“ აშინებთ ხოლმე. „გარდაქმნა“ შეგვიძლია, მოვათავსოთ კანონის ფარგლებში. არ არის საჭირო, ურო დაიჭირო ხელში და თავში ჩაარტყა ვინმეს, მით უმეტეს, შენს თანამოქალაქეს. ჩვენ ეს ჭუჭყი და სიბინძურე გავიარეთ და ამას ქვეყანა ვერ გადაიტანს, მაგრამ კანონისა და სამართლის ფარგლებში აუცილებლად უნდა შეიცვალოს. პირველ ყოვლისა, უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა. ამ საარჩევნო სისტემით ნებისმიერს დაგვისვამს ოლიგარქი ნებისმიერ თანამდებობაზე. აუცილებლად გავყვები აქციებში. სააკაშვილმა თქვაო. მე სააკაშვილის ნათქვამი არ მაინტერესებს. დიახ, მე მივიჩნევ, რომ აქციები უნდა დაიწყოს და ეს აქციები უნდა იყოს საარჩევნო სისტემის ცვლილების გამო, როგორც შვიდ ნოემბერს ვაკეთებდით“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები