“ყოფილი პრეზიდენტი რამდენიმე მილიონიან ქონებას ფლობს მაიამიში და ეს ქონება რა გზით არის მოპოვებული, ამაზე პასუხი საზოგადოებას თავად ექნება”

„ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რამდენიმე მილიონიან ქონებას ფლობს მაიამიში და ეს ქონება რა გზით არის მოპოვებული, ამაზე პასუხი საზოგადოებას თავად ექნება“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, სააკაშვილებმა აღიარეს, რომ მაიამიში ძვირადღირებულ ბინას ნამდვილად ფლობენ.
„რამდენიმე კვირიანი დუმილის შემდეგ მიხეილ სააკაშვილსა და მის ოჯახს მოუწია აღიარება, რომ ეს მრავალ მილიონიანი ქონება მათ ეკუთვნით ნამდვილად, ოღონდ რამდენიმე კვირას იფიქრეს ამაზე და ახლა მოიფიქრეს ახალი პიარსტრატეგია, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, თითქოს, ბინა ეკუთვნის მის ბიძას და არა – მას. ერთადერთი ეს იყო, რაც მოიფიქრეს იმიტომ, რომ იმდენად უტყუარი ინფორმაცია აღმოჩნდა, შეძენის ფაქტი ნამდვილად ვერ უარყვეს. მრავალ მილიონიანი ქონება მაიამიში, რომელიც ეკუთვნის ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც თავს გვაცოდებს, რომ ფული არ აქვს და ევროპაში ხალხს ეხვეწება, რომ რაღაც გროშები ჩაურიცხონ და კამპანია აწარმოოს – ეს რას ნიშნავს, ალბათ, ხალხმა უნდა განსაჯოს და ამას ლაპარაკიც არ სჭირდება. აქ არის ყველაფერი ხელის გულზე, ყველაფერი ნათელია და ამას მიხეილ სააკაშვილის ცრემლები ვეღარ უშველის. არის, ფაქტობრივად, უტყუარი, დადასტურებული ფაქტი, რომ ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რამდენიმე მილიონიან ქონებას ფლობს მაიამიში და ეს ქონება რა გზით არის მოპოვებული, ეს არის მარტივი კითხვა, რომელზეც საზოგადოებას ექნება თავად პასუხი”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები