საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი ეწვევა

 

დღეს, 20 მაისს საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი, სტანისლავ კარჩევსკი და მისი თანმხლები დელეგაცია ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას სტანისლავ კარჩევსკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გამართავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
დაგეგმილია პოლონეთის სენატის მარშალის შეხვედრა საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.
სტანისლავ კარჩევსკი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალსა და ლეხ კაჩინსკის მემორიალს გვირგვინებით შეამკობს.
ვიზიტის ფარგლებში, სტანისლავ კარჩევსკი სოფელ ოძისში გაემგზავრება, სადაც ადმინისტრაციულ საზღვარის მიმდებარე ტერიტორიას მოინახულებს.
სენატის მარშალი ეწვევა კახეთსაც და სოფელ ნუკრიანში განვითარების თანამშრომლობის პროექტის მიმდინარეობას გაეცნობა.
დელეგაცია, ასევე, პოლონურ სკოლას ესტუმრება, სადაც მოსწავლეებთან გაიმართება შეხვედრას. დაგეგმილია სამედიცინო ცენტრ „კამილიანის“ მონახულებაც.
სტანისლავ კარჩევსკი საქართველოს 23 მაისს დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები