ეკა ბესელია: მთაწმინდის ოლქში ამომრჩევლის დაბალი აქტივობა პროტესტის გამოვლინება იყო
“მთაწმინდის ოლქში რომ არ იყო საარჩევნო აქტიურობა, ესეც პროტესტის გამოვლინება იყო”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამომრჩეველს არ სურს, სამართლიანობის იდეა თავდაყირა დადგეს.
“მთაწმინდის ოლქში რომ არ იყო საარჩევნო აქტიურობა, ესეც პროტესტის გამოვლინება იყო. ის, რომ ტარდება მეორე ტური, იმას ნიშნავს, რომ ეს იყო პასუხი სამართლის თავდაყირა დაყენებასა და სამარლიანობის იდეის წარსულისაკენ შემოტრიალებაზე. ამომრჩეველს არ სურს, სამართლიანობის იდეა თავდაყირა დადგეს – ხმების გადანაწილებაც ამის შესაბამისად მოხდა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.