ტრამპი: ამერიკული კომპანიები ჩინეთს ტოვებენ

ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკული კომპანიები ჩინეთიდან აზიის სხვა ქვეყნებში მიდიან. ამის შესახებ მან ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკასა და ჩინეთს კარგი სავაჭრო შეთანხმება ჰქონდათ, მაგრამ პეკინში ყველაფერი შეცვალეს.
“მე ვთქვი: კარგი, მაშინ ჩვენ გადასახადებს გავზრდით”, – აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი.
მან, ასევე, გააკრიტიკა ამერიკის ვიცეპრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.
“მან თქვა, რომ ჩინეთი ჩვენთვის კონკურენციას არ წარმოადგენს, არადა, ჩინეთი ძალიან ძლიერი კონკურენტია. მათ მთელი მსოფლიოს დაპყრობა სურთ”, – განაცხადა ტრამპმა.
ორია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები