გია გაბრიჭიძე: არ არის საინტერესო ოროსანი ბავშვის სტილში გაკეთებული თავის მართლებები

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ფლორიდაში მიხეილ სააკაშვილის მიერ ბინის შეძენის ფაქტთან ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.
მისი თქმით, ინტერესი გამოიწვია არა ფლორიდის ბინამ, არამედ – ამ ოჯახის დამოკიდებულებამ იმ ქალბატონის მიმართ, რომლის ზუგდიდის მერად გაყვანაც გსურდათ და არ გამოუვიდათ.
„მინდა, მივმართო ე.წ. ბატონ სააკაშვილს, რომელმაც ეს “პოსტი” თავის გვერდზე დადო და ამით გვიმტკიცებს, რომ ფლორიდის ბინა მისი არ არის: ე.წ. ბატონო მიხეილ, მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია არა ფლორიდის ბინამ, არამედ – თქვენი ოჯახის დამოკიდებულებამ იმ ქალბატონის მიმართ, რომლის ზუგდიდის მერად “შემოტენვაც” გსურდათ და არ გამოგივიდათ. ქალბატონი ქეთევანის ფრაზებით გამოჩნდა ყოფილი კანდიდატის ის თვისებები, რომლებიც ღუღუნა ხმით ნამღერმა მეგრულმა სიმღერამ ვერ გადაფარა.
რაც შეეხება ფლორიდაში ნაყიდი ბინის შესაძენი თანხების წარმომავლობას – ეს ნამდვილად არ არის საინტერესო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ნამდვილად არ იცის რუსულ სპეცსამსახურებში ხელფასების ოდენობა და არც ნიუ იორკისა და ფლორიდის უძრავი ქონების ბაზრის ფასები აინტერესებთ.
ეგაა და ეგ და ამიტომ სულაც არ არის საინტერესო მეორეკლასელი ოროსანი ბავშვის სტილში გაკეთებული თავის მართლებები, მით უმეტეს, რომ უკვე დაგვიანებულია”, – წერს გია გაბრიჭიძე „ფეისბუქპოსტში“.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ფლორიდაში ბინა იყიდა, რის პასუხადაც საქართველოს ექსპრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ქეთინო ალასანიას პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ეს არის თემურ ალასანიას პასუხი ფლორიდაში ბინის შეძენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები