სანდრა რულოვსი დახურულ კარს მიღმა შეხვედრას მართავს
ზუგდიდის მერობის “გაერთიანებული ოპოზიციის’’ კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის’’ საარჩევნო შტაბში დახურული შეხვედრის დაწყებამდე პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს მიმართა.
როგორც მან შეკრებილებს განუცხადა, საპროტესტო ტალღით უნდა მოხდეს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება.
,,ჩვენ ძალიან მაგრად ვდგებით. არ დარჩება არცერთი ქუჩა, არცერთი სოფელი და ქალაქი, სადაც ჩვენ არ მივალთ და სადაც არ გავაგებინებთ ხალხს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის გაძლიერება. საპროტესტო ტალღით უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი. როცა ის აღარ იქნება, მაშინ ისევ შესაძლებელი იქნება არჩევნებზე საუბარი’’, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.