გია აბაშიძე: „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკური ასპარეზიდან ნელ-ნელა ქრება, ის დესტრუქცია, სიყალბე, რომელიც შემოაქვთ, აღარ არის პოპულარული

“შესაძლოა, „ქართული ოცნება“ საქართველოს უახლეს ისტორიაში გახდეს ის პირველი ძალა, რომელიც თავისით თუ კოალიციურად შეინარჩუნებს მმართველ პოზიციებს საქართველოს ხელისუფლებაში მესამე ვადით”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
როგორც გია აბაშიძემ აღნიშნა, შუალედური არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებაში ნდობა შენარჩუნებული აქვს.
„ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ შეუჩვეველია მეორე ტურებს, მაგრამ მეორე ტურები ნებისმიერი დონის არჩევნებში  ევროპაში ჩვეულებრივი მოვლენაა. პირველ ტურში დემოკრატიულ ქვეყნებში თითქმის არასდროს იმარჯვებენ, ეს არის კარგი, ჯანსაღი პროცესი.
შუალედურ არჩევნებისადმი არის მოსახლეობის საკმაოდ დაბალი ინტერესი, ეს გამოჩნდა. თითქმის, მესამედი მივიდა არცვენებზე. აქტიური ამომრჩევლები მივიდნენ მხოლოდ. როცა შევხედე პროცენტებს, უმჯობესი იქნებოდა, რომ ამ დამოუკიდებელ კანდიდატებს გაეერთიანებინათ ძალისხმევა, რათა წარმოჩდნენ ერთიან, ძლიერ პოლიტიკურ მდგენელად ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში. ეს, სამწუხაროდ, არ მოხდა მთაწმინდის შემთხვევაში. ჩვენ დავინახეთ ის, რომ თითქმის თანაბარად არის მმრთველი გუნდისა და ოპოზიციის კანდიდატების პოზიციები. ახლა შედეგი დამოკდიებული იქნება თითოეული კანდიდატის მუშაობაზე საზოგადოებასთან.
ლადო კახაძეს, კონკრეტულად ამ შემთხვევაში, მთაწმინდელებმა არ მისცეს ხმა, ნდობის მანდატი; ის პროცენტები, რაც მისცეს, მისცეს 41 ნომერს, „ქართულ ოცნებას“ . „ქართულ ოცნებას“ ჯერ კიდვე აქვს ნდობა შენარჩუნებული საზოგადოებაში, არჩევნების შედეგები ამას ყოველთვის ნათლად გვაჩვენებს, მაგრამ  მართებს უფრო მეტის გაკეთება, რათა ეს შეინარჩუნოს. აქვე მინდა, ვთქვა, რომ შესაძლოა, „ქართული ოცნება“ საქართველოს უახლეს ისტორიაში გახდეს ის პირველი ძალა, რომელიც თავისით, თუ კოალიციურად შეინარჩუნებს მმართველ პოზიციებს საქართველოს ხელისუფლებაში მესამე ვადით“, – განაცხადა აბაშიძემ.
გია აბაშიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა.
„კონსტრუქცივიზმი ქართულ პოლიტიკას ნამდვილად სჭირდება, ეს დავინახეთ. ჩვენ, ასევე, დავინახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა„  პოლიტიკური ასპარეზიდან ნელ-ნელა ქრება და ის დესტრუქცია, სიყალბე, რომელიც შემოაქვს საზოგადოებაში, უკვე აღარ არის პოპულარული. მათი ხმებიც კი ვერ ჰპოვებს ქუჩის აქციებს. უკვე ვხედავთ, შიგნით როგორი დაპირისპირებაა, სავარაუდოდ, ეს კიდევ გაგრძელდება.

სააკაშვილი და მისი „რუსთავი 2“ რაც მეტს ილაპარაკებენ, მით უფრო თვითდაზიანებას იყენებენ ისინი. ეს გამოჩნდა. ის ბილწსიტყვაობა, კორიანტელი და ნიაღვარი სიბინძურეებისა და ტყუილებისა, რაც მოდის, თვითდესტრუქციაზე მუშაობს. სააკაშვილს არაერთხელ განუცხადებია ეს დაუმორჩილებლობები, გადატრიალების მოწყობის მცდელობები, რაღაც გაურკვეველი პოლიტიკური სუბიექტები რაღაცას იტყვიან შეიარაღებაზე, ქუდზე კაცი, ხმალი, დამბაჩა თუ ა.შ. ეს დარჩება მარგინალურ სივრცეში. საზოგადოება რჩება კონსტრუქციულ განვითარების სივრცეში“, – განაცხადა აბაშიძემ.

ცნობისთვის, განცხადება საქართველოს ყოფილმა  მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქ“ მიმართვისას გუშინ გააკეთა.

“თუ რაიმეზე ხელი წაუცდებათ, ნამდვილად არ ვაპირებთ ხელების ჩამოშვებას, გვერდიდან ყურებას და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების დასკვნების იმედად ყოფნას – მეტი საქმე არა მაქვს, ექვსი თვე ვიღაცის დასკვნას ველოდო,”-განაცხადა სააკაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები