ანდრია გვიდიანი სააკაშვილზე: საკუთარი ცოლი გამოაგდო ურთულეს არჩევნებში და ჩვეულებრივი მოქალაქეები ხომ მაგისთვის უბრალო “პაიკები” არიან

“გუშინდელმა არჩევნებმა გვაჩვენა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” რაიმე სახით რეინკარნაცია იუმორისტული ჟანრის მოთხრობას ჰგავს მითოლოგიური ელემენტებით”, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი, ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც გვიდიანი აღნიშნავს, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ვერ ხვდება, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის პრინციპულად მიუღებელია მისი რაიმე სახით ხელისუფლების სადავეებთან შორიახლოს ყოფნაც კი.
“გუშინდელმა არჩევნებმა გვაჩვენა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” რაიმე სახით რეინკარნაცია იუმორისტული ჟანრის მოთხრობას ჰგავს მითოლოგიური ელემენტებით.
ამ ქალამანამ მთელი რესურსი გამოიყენა – პარტიული აქტივი, პარტიული მედია, პარტიული არასამთავრობოები, დესტრუქცია, ობსტრუქცია, დეზინფორმაცია და ა.შ. უკანასკნელი “ფალავანი” გამოიყვანა, პრაქტიკულად, საკუთარი თავი დააყენა კანდიდატად და წააგო, თან სამარცხვინოდ წააგო.
ამას ემატება, რომ საკუთარ პარტიაშიც კარგავს თანამოაზრეებს. თვითონ სადღაც ფლორიდაში თუ ამსტერდამშია წამოწოლილი და საკუთარ აქტივს ეუბნება რუსთაველზე დადექითო. ისე, რომ დაფიქრდე, სულ ფეხებზე არ ჰკიდია, ვინ სად იდგება? საკუთარი ცოლი გამოაგდო ურთულეს არჩევნებში და ჩვეულებრივი მოქალაქეები ხომ მაგისთვის უბრალო “პაიკები” არიან, რომლებსაც ხან ზუგდიდში დააყენებ, ხან რუსთაველზე, ხან მარნეულში და ასე გაუთავებლად ითამაშებ ამ ფიგურებით. ეს არის მიშას ფსიქოლოგია, ასეთი დამოკიდებულება აქვს ამ კაცს და რა გინდა, რომ ქნა – ასეთია და ვეღარ შეიცვლება უკვე.
უბრალოდ, ვერ ხვდება, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის პრინციპულად მიუღებელია მისი რაიმე სახით ხელისუფლების სადავეებთან შორიახლოს ყოფნაც კი. უბრალოდ, თეორიულად გამორიცხულია ხელისუფლებაში მისი რაიმე სახით მობრუნება – არ მოხდება! არასდროს მოხდება! უბრალოდ, შანსი არ არის!”, – წერს გვიდიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები