დიმიტრი ცქიტიშვილი: დღეს სხვა ბრძოლის მეთოდებია საჭირო იმისთვის, რომ თუნდაც „ქართული ოცნებას” ებრძოლო

„მიუხედავად დაგეგმილი აჟიოტაჟისა, საბოლოოდ, მნიშვნელოვანი იყო რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება არ აყვა იმ პროვოკაციებს, რომელიც იყო დაგეგმილი.
„რეალურად, მივიღეთ კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნები და ეს არის პირველი, რაც ნამდვილად ქვეყნის გამარჯვებაა და მეორე არის ის, რომ ჩვენმა პარტიამაც, ჩვენმა კანდიდატებმაც ყველა საარჩევნო ოლქში გაიმარჯვეს და ესეც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა. ეს არის კიდევ ერთი სიგნალი, რომ გარკვეული სერიოზული, ძლიერი მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში „ქართულ ოცნებას” აქვს.
რაც შეეხება მეორე ტურს – ესეც ბუნებრივია. დემოკრატიული სტანდარტი არსებობს თუ ვერ გაიმარჯვა პირველ ტურში კანდიდატმა, შესაბამისად, ობიექტური დათვლის შემდეგ ტარდება მეორე ტური და ესეც ძალიან ჩვეულებრივი პროცესია. ბოლო წლებში ჩვენ გვქონია ამის არაერთი შემთხვევა. თუ ვერ აგროვებს ადამიანი პირველი ტურისთვის საკმარისს ხმებს, თუნდაც ხელისუფლების კანდიდატი, შესაბამისად, არ ხდება მანიპულირება ციფრებით და ეს არის ობიექტური რეალობა“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
დეპუტატის თქმით, დღეს პოლიტიკაში სხვა ბრძოლის მეთოდებია საჭირო თუნდაც იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ ებრძოლო.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას” – ალბათ, ეს არის ორი სხვადასხვა დესტრუქციული მოდელი და ეს ორი დესტრუქცია ერთმანეთს, ასე ვთქვათ, ეჯიბრება, რომელი უფრო ძლიერად დესტრუქციული იქნება.
საბოლოოდ, ჩვენ გვინახავს, რომ არაერთხელ გაყოფილა „ნაციონალური მოძრაობა” , კიდევ ერთხელ შეიძლება გაიყოს, თუმცა მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ განცდა სხვა პოლიტიკური რეალობისა, რაც დღეს არის. სხვა მოცემულობაა, სხვა გარემოა და დღეს სხვა პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ბრძოლის მეთოდებია საჭირო იმისთვის, რომ თუნდაც „ქართული ოცნებას” ებრძოლო და ქართულ საზოგადოებაში რაღაც მხარდაჭერა მოიპოვო, მაგრამ ეს რაც ხდება ბოდიში და ეს არის ცირკი”, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები