ლადო ბოჟაძე: გაყალბებაზე საუბრები არ დადასტურდა, ვერ ვნახეთ ვერცერთი დაშინებული და შეშინებული ამომრჩეველი

“აღმოჩნდა, რომ გაყალბებაზე საუბრები არ დადასტურდა, ვერ ვნახეთ ვერცერთი დაშინებული და შეშინებული ამომრჩეველი, რომელიც ან არჩევნებზე ვერ მივიდა, ან ვიღაცა ზეწოლით, მოსყიდვით შემოხაზა”, – ასე აფასებს გუშინ ჩატარებულ რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებს “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი, ლადო ბოჟაძე.

როგორც ბოჟაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა, ბევრი ხარვეზის მიუხედავად, უშუალოდ საარჩევნო უბნებზე პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით მიმდინარეობდა.
„ამ არჩევნებს ყველა განიხილავდა, როგორც 2020 წლის არჩევნების რეპეტიაციას. ჩვენ ვნახეთ, ფაქტობრივად, რეპეტიცია იმ თვალსაზრისით, რომ ვნახეთ როგორია განწყობა 5 საარჩევნო ოლქში. იცით, რომ მერობის კანდიდატებმა პირველივე ტურში გაიმარჯვეს, მათ შორის – ზუგდიდში და ეს იყო ყველაზე პრინციპული როგორც „ქართული ოცნებისთვის“, ისე – „ნაციონალური მოძრაობისთვის“. საინტერსო ტენდენცია ვიხილეთ მთაწმინდის ოლქში, სადაც იქნება მეორე ტური, სადაც გადადიან „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატები, რაც ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლოდერობას ოპოზიციის ფრონტზე საფრთხე ემუქრება იმ თვალსაზირისით, რომ ძლიერდება „ევროპული საქართველო“ . ეს ტენდენტია არის ხაზგასასმელი.
გუშინ ჩვენ ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის“ სცენარი, რას გეგმავენ ისინი 2020 წლისთვის; ვიხილეთ ერთი კონკრეტული საარჩევნო ოლქის მაგალითზე; იგივე სააკაშვილის განცხადებები – ვნახეთ, რომ ის არ აპირებს, დაელოდოს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს, თუმცა ვიცით, რომ ამ კონკრეტულ არჩევნებზე არ იყო, სავარაუდოდ, საუბარი იმიტომ, რომ საერთშორისო ორგანიზაციები ამ არჩევნებს არ აკვირდებოდნენ იმ მასშტაბით, როგორც აკვირდებიან ხოლმე საპრეზიდენტო ან საპარლამენტო არჩევნებს. აქედან გამომდინარე, ვივარაუდეთ, რომ სააკაშვილი ემზადება 2020-ში იმავე სცენარისთვის, რაც მან დააანონსსა 19 მაისს. თუმცა, დარმწუნებული ვარ, 2020-ში ისევე დასრულდება მისი გეგმები, როგორც დასრულდა 19 მაისს კონკრეტულად ზუგდიდში და ყველა დანარენ საარჩევნო ოლქში.

სამწუხაროა, რომ მედიამ კვლავ აჩვენა უკიდურესი პოლარიზაცია. ვიხილეთ მედიის არაერთი საშუალება, რომელსაც კონკრეტულად პოლიტიკური პარტიის და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები ჰყავდათ, როგორც ჟურნალისტები რეგისტრირებული. ვიხილეთ ძალიან ცუდი სურათი, მათ შორის, დამკვირვებლებთან მიმართებით, როცა საარჩევნო სუბიექტმა პირდაპირ აღიარა, რომ მისთვის უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია არის მხოლოდ ინსტრუმენტი იმისათვის, რომ იყოს საარჩევნო უბანზე და გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს პროცესზე. იცით, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას ჰყავდა, სანდრა რულოვსის გარდა, მერობის 4 „ყალბი“ კანდიდატი და მათი წარმომადგენლების საშუალებით, ასევე, ცდილობდნენ, ყოფილიყვნენ საარჩევნო უბნებზე და მიეღოთ სახელმწიფო დაფინანსება, აქედან გამომდინარე, ის რეკომენდაციები, რომლებიც იყო ეუთო-ს დასკვნაში სასწრაფოდ უნდა იყოს ასახული კანონმდებლობაში, მათ შორის ჩვენს ორგანიზაციას აქვს გარკვეული რეკომენდაციები ამ მიმართულებით. ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე უნდა მიიღოს კონკრეტული ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, მოქლაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში, რომ შევძლოთ კიდევ უფრო უკეთესი არჩევნების ჩატარება 2020 წელს“, – განაცხადა ბოჟაძემ.

მისივე თქმით, ზოგადად, ეს არჩევნები დადებითად უნდა შეფასდეს.
„გავყოთ პროცესი: იყო პროცესი რომელიც ხდებოდა უბნების შიგნით და რომელიც ხდებოდა უბნების გარეთ. პროცესი უბნების შიგნით იყო სრულიად მშვიდობიანი, ღია და გამჭვირვალე. დაახლოებით, 90-მდე საჩივარია დაწერილი 410 საარჩევნო უბანზე ქვეყნის მასშტაბით. ძირითადად, ეს არის პროცესუალური საკითხები და ნიკა გვარამიამ ჯილდოც კი დააწესა იმისათვის, რომ ვინმეს გამოევლინა კონკრეტული დანაშაული და ასეთი რამ, ფაქტები არ დადასტურდა. რაც შეეხება პროცესებს, რომლებიც მიდიოდა უბნების გარეთ, ეს პროცესი იყო კანონიერი. მათ შორის დასავლეთში არის აპრობირებული პრაქტიკა, როცა საარჩევნო სუბიექტები ნახულობენ, ითვლიან მათ მხარდამჭერებს, უკეთებენ ორგანიზებას მათ მოყვანას იმისათვის, რომ მოხდეს მათი მობილიზება. გაყალბებაზე საუბრები აღმოჩნდა, რომ არ დადასტურდა, ვერ ვნახეთ ვერცერთი დაშინებული და შეშინებული ამომრჩეველი, რომელიც ან არჩევნებზე ვერ მივიდა ან ვიღაცა ზეწოლით და მოსყიდვით შემოხაზა. ზოგადად ეს არჩევნები მაინც დადებითად უნდა შეფასდეს იმიტომ, რომ, ბევრი ხარვეზის მიუხედავად, უშუალოდ საარჩევნო უბანზე პროცესი მიმდინარეობდა კანონმდებლის სრული დაცვით, ეს დაადატურეს თავად სარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებმა. უნდა ვივარაუდოთ, რომ „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს საშუალება ექნება, დარჩეს უმრავლესობაში და მომავალი წლების განმავლობაში მართოს ქვეყანა“- განაცხადა ბოჟაძემ.
ცნობისთვის, ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ხუთ ქალაქში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა პირველივე ტურში გაიმარჯვეს.

წინასწარი მონაცემებით, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში  8-ვე ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
პირველადი შედეგების მიხედვით, მთაწმინდის ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ლადო კახაძემ 41,28 %, ხოლო “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ 36,72% მიიღო.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები