კახა კუჭავა: გუშინდელი შედეგები არის ხალხის პასუხი იმ სიცრუესა და დეზინფორმაციაზე, რომელიც არჩევნების წინ ვრცელდებოდა

„გუშინდელი შედეგები არის ხალხის პასუხი იმ სიცრუესა და დეზინფორმაციაზე, რომელიც არჩევნების წინ ვრცელდებოდა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა, კახა კუჭავამ განუცხადა.
კუჭავამ მმართველი პარტიის გუშინდელ გამარჯვებას ქვეყნის მიღწევა უწოდა.
“მინდა, მივულოცო საქართველოს. გუშინდელმა არჩევნებმა სამაგალითოდ მშვიდად, თავისუფალ გარემოში ჩაიარა. ეს არის მთელი ქვეყნის მიღწევა. ჩვენ კარგად ვნახეთ შედეგები, თუ რეალურად რა დაფიქსირდა. ეს იყო ხალხის პასუხი იმ სიცრუესა და დეზინფორმაციაზე, რომელიც არჩევნების წინ ვრცელდებოდა; ის კვლევებიც, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, იყო აბსოლუტურად მცდარი და აცდენილი იმ რეალობას, რომელიც გუშინ საქართველოს მოსახელობამ დააფიქსირა. რეალურად არის ის ინფორმაცია, რომელსაც მოსახლეობა ენდობა, ან არ ენდობა, წყაროები, რომელსაც ენდობა ან აღარ ენდობა. საბოლოოდ, ყველა თავის არჩევანს აკეთებს და ყველამ კარგად ვნახეთ, როგორია ეს არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა დააფიქსირა”, – განაცხადა კახა კუჭავამ.
მისი თქმით, ჭიათურაში ერთი საჩივარი და დარღვევა არ დაფიქსირებულა, რაც ნამდვილად მისასალმებელია.
რაც შეეხება დაპირისპირებას „ნაციონალურ მოძრაობაში” – კახა კუჭავას თქმით, ამ დაპირისპირების არსებობა ახალი არ არის.
“ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირების არსებობა ახალი არავისთვისაა, განსაკუთრებით ეს მარცხის შემდეგ გამოჩნდება ხოლმე. ეს მათი შიდა საქმეა, ვნახავთ მოვლენებს, რომლებიც განვითარდება და მერე უფრო გვექნება შეფასების საშუალება”, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები