ხატია დეკანოიძე: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბრძოლაზე – ეს არის ფართო, მოცულობითი მიმართულება ყველა მხრივ

“თუ შეხედეს ჩვენს მომხრეებს, არავის ოპტიმიზმი არ დაუკარგავს, თითოეულ ადამიანამდე უფრო კარგად უნდა მივიტანოთ გზავნილი”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ სანდრა რულოვსის მიერ არჩევნების შემდეგ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, სწორედ ამას გულისხმობდა სანდრა რულოვსი თავის განცხადებაში.
“თუ შეხედეს ჩვენს მომხრეებს, არავის ოპტიმიზმი არ დაუკარგავს, თითოეულ ადამიანამდე უფრო კარგად უნდა მივიტანოთ გზავნილი. პოლიტიკური ანგაჟირების გარეშე ვამბობ, გულწრფელად, გულიდან – კიდევ უფრო კარგად უნდა ვესაუბროთ ჩვენს ამომრჩეველს და ვუთხრათ, რამდენად სახიფათოა ეს რეჟიმი ქვეყნისთვის. სახიფათოა ჩვენი ხალხის გარეშე ჩვენი ქვეყანა საქართველო. დიდი საერთო პლატფორმის შექმნაა საჭირო, სიარული, ადამიანებთან ურთიერთობა და, მათ შორის, კანონის ფარგლებში საპროტესტო აქციებიც.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბრძოლაზე – ეს არის ფართო, მოცულობითი მიმართულება ყველა მხრივ. გარდა ამისა, ორგანიზაციულად, ალბათ, გაერთიანებული ოპოზიციაში შემავალი პარტიების ერთად დასხდომა ორგანიზაციულად და სტრუქტურულად – ასეთი ძალიან ეფექტური მექანიზმების ჩამოყალიბებაა საჭირო. მე ამას ასე ვხედავ, სხვა კონკრეტული შეფასება, ამ შემთხვევაში, მეტი არ მაქვს“, – განაცხადა დეკანოიძემ.
სანდრა რულოვსმა გუშინ განაცხადა, რომ მზად არის, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ აიღოს იარაღი ხელში და ეს არის ხალხის ძალა.
“მზად ვარ, ივანიშვილის წინააღმდეგ ავიღო ხელში იარაღი და ეს იარაღი არის ხალხის ძალა. ყველა ქალაქს გავივლი ფეხით მასთან ერთად, ვინც შემომიერთდება”, – განაცხადა რულოვსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები