ვლადიმერ ზელენსკიმ საპრეზიდენტო ფიცი დადო

რადაში უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ოფიციალური ინაუგურაციის ცერემონია ჩატარდა.
ერთგულება თავის ხალხს ზელენსკიმ ერთი ხელის კონსტიტუციაზე და მეორე ხელის ევანგელიაზე დადებით შეჰფიცა.
“ვიღებ ვალდებულებას, ჩემი ყველა ქმედებით დავიცვა უკრაინის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, ვიზრუნო სამშობლოს კეთილდღეობაზე, დავიცვა მოქალაქეების უფლებები და თავისუფლება, ასევე, დავიცვა უკრაინის კონსტიტუცია და კანონები”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამის შემდეგ ზელენსკიმ ფიცის ტექსტს ხელი მოაწერა, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლომ ოფიციალურად გამოცხადა მისი უფლებამოსილების შესახებ პრეზიდენტის პოსტზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები