ზურაბ ჭიაბერაშვილი: შალვა შავგულიძის გამარჯვების მიზნით, ძალიან ინტენსიური მუშაობა წარიმართება

საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ მეორე ტურში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის – შალვა შავგულიძის გამარჯვების მიზნით, ძალიან ინტენსიური მუშაობა წარიმართება.
„ყოველი მომდევნო არჩევნები მათ ნამდვილ სახეს აჩვენებს, ხელისუფლებას როგორ ეპოტინებიან. ამის მიუხედავად, მთაწმინდაზე შალვა შავგულიძემ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, მხარდაჭერა მოიპოვა და მეორე ტური ჩატარდება. მეორე ტურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ კანდიდატების მხარდამჭერთა პოზიცია იქნება, რომლებმაც თავისი საპროტესტო ხმა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დააფიქსირეს, თუმცა მხარი სხვა ოპოზიციურ კანდიდატებს დაუჭირეს. მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ ყველა მოქალაქემ დაინახოს, არჩევნების გზით „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შესაძლებელია”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები