სოფო კილაძე: ოპოზიციის რიტორიკა, რომ არჩევნები კრიმინალის ფონზე ჩატარდა, არასწორია და მათ ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურება

„მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურის ჩატარება ტრაგედია არ არის და ჩვეულებრივი, დემოკრატიული პროცესია“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნების მეორე ტური 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც ჩატარდა, რაც ჩვეულებრივი საარჩევნო პროცესია.
„რაც შეეხება არჩევნებს – დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები ჩავატარეთ. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. საერთაშორისო პარტნიორები აცხადებენ, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, რაც მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ოპოზიცია კი ყოველთვის საწინააღმდეგოს იტყვის. თუ დარღვევა გამოვლინდება, ამაზე რეაგირება იქნება. კონკრეტულ დარღვევაზე რეაგირება გუშინაც იყო, მაგრამ ოპოზიციის რიტორიკა, რომ არჩევნები კრიმინალის ფონზე ჩატარდა, არასწორია და მათ ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები