აჯანყება დუშანბეს ციხეში – მოკლულია დაცვის 3 წევრი და 29 პატიმარი

დუშანბესთან ახლოს, ქალაქ ვახდათში, ციხეში პატიმართა აჯანყება მოხდა. ინციდენტის შედეგად დაღუპულია დაცვის 3 წევრი და 29 პატიმარი. აღნიშნულ ინფორმაციას ტაჯიკეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე, მანსურჯან უმაროვი ავრცელებს.
აჯანყების დროს პატიმრებმა, რომლებიც სასჯელს “ისლამური სახელმწიფო” წევრობის ბრალდებით იხდიდნენ, დანებითა და სხვა ბასრი საგნებით შეიარაღებულებმა, მძევლად აიყვანეს ციხის დაცვის სამი წევრი და გათავისუფლების მოთხოვნით მოკლეს ისინი.
აჯანყების დაშლის პროცესის დროს 29 პატიმარი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები