სანდრა რულოვსი: ფოიერვერკებისა და “სიგნალების” მიუხედავად, ჩვენ არ ვაღიარებთ „ოცნების“ გამარჯვებას

„ფოიერვერკებისა და “სიგნალების” მიუხედავად, ჩვენ არ ვაღიარებთ მათ გამარჯვებას – მით უმეტეს, მათ არჩევნებს“, – ამის შესახებ ზუგდიდის მერობის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა. სანდრა რულოვსმა გუშინ, არჩევნების შემდეგ მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ძალიან მარტივად სუს-ისა და კრიმინალების ერთობლივი სპეცოპერაცია, ჩატარებული ზუგდიდში მაღალ დონეზე. ეს არნახული, უპრეცედენტო სადიზმი, შეშინება, ზეწოლა და ყველაფერი კრიმინალურია, რაც შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, ისინი რომ ზეიმობენ ახლა; ზეიმობენ იმას, რომ ხალხი დამარცხდა, რომ ისევ ისინი გააგრძელებენ თავიანთ ტერორს, თავიანთი ჯიბეების გასქელებასა და ყველაფერს, რაც მიუღებელია ჩემთვის და მთელი ჩემი გუნდისთვის, ჩემთვის და იმ 12 პარტიის წარმომადგენლებისთვის – ყველასთვის, ვინც გვიდგას გვერდით“, – განაცხადა რულოვსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები